Friday, May 8, 2015

რეფლექსია მე-9 დღე

დღეს დავასრულეთ ტრენინგი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი გავიგე და ვისწავლე ბევრი სიახლე, რომელსაც აუცილებლად დავნერგავ და გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ტრენერით ვარ ძალიან კმაყოფილი, დამეხმარა და მასწავლა ბევრი რამ,რისი გაკეთებაც ძალიან მიჭირდა, რასაც მეგონა რომ ვერ გავართმევდი თავს მისი დახმარებით ეს შევძელი საკმაოდ კარგად რისთვისაც მინდა გადავუხადო მადლობა. ბატონო დათო,ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ჩემთან გაწეული შრომისათვის. უფალმა არ მოგვაკლოს თქვენნაირი ტრენერები.

Wednesday, May 6, 2015

რეფლექსია მერვე დღე

დღევანდელი ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ ვისწავლე ბევრი მნიშვნელოვანი რამ რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში,ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაიმეს გაკეთება გამიჭირდა ძალიან დამეხმარა და ყველა სიძნელე დამაძლევინა.

Friday, May 1, 2015

რეფლექსია მე-7 დღე

მეექვსე დღის რეფლექსიის  დაწერა ვერ მოვასწარი ტრენინგზე, სახლში მინდოდა მაგრამ ინტერნეტი  გაითიშა და ამიტომ ორივე რეფლექსიას დღეს  გავაკეთებ. ორივე დღე იყო ძალიან ნაყოფიერი რადგან ვისწავლეთ ბევრი სიახლე რომელიც მომავალში დაგვეხმარება უკეთესად მუშაობისთვის.ტრენერი ძალიან კარგად და გასაგებად გვასწავლის სიახლეებს რისთვისაც ვუხდი დიდ მადლობას.

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე